Friday, May 7, 2010


qartuli folkloris dasabami zustad aravin icis radgan is oditganve udides adgils ikavebda qartul sazogadoebashi da aseve mnishvnelovan rols asrulebs qartuli kulturis ganvitarebashi...dgesdgeobit arsebobs uamravi qartuli cekvisa da simgeris ansambli rac friad saamakoa chveni eristvis...qartuli folklori imit aris gamorcheuli sxvebisgan rom gvaqvs mravalxmianoba,amitom titqmis kvela ucxoels aocebs es jgeradoba...
suratze mocemulia ert-erti udzvelesi ansambli,romelic shedgeba rogorc gogonebisgan ise vajebisgan,gogonebs uchiravt aseve udzvelesi qartuli sakravi,romelsac "fanduri" etsodeba...rac sheexeba meore surats aqac rogorc vxedavt aseve qartuli folkloruli ansamblia da mat shoris gansxvaveba tanamedroveobashia...masze mocemulia ramdenime axalgazrda, choxashi gamockobili da xelt sxvadasxva dzvelisdzveli sakravebi uchiravt,rac imis machvenebelia rom saqartveloshi ar ikargeba dzveli folkloruli kultura da is taobidan taobas gadaecema...

2 comments:

  1. ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

    უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა…

    უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

    ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.

    აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

    საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.

    ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

    არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.

    ReplyDelete
  2. საეკლესიო მუსიკა, ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების თანმხლები მუსიკა. საფუძვლად უდეს რელიგიური ხასიათის ტექსტები:

    მართლმადიდებლურმა, კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სხვა ქრისტიანულმა ეკლესიებმა ლიტურგიკის მუზიცირების თავისებური ფორმები შეიმუშავეს. თავის მხრივ მართლმადიდებლური ლიტურგიკაც (იმისდა მიხედვით თუ რომელ ავტოკეფალიას ექვემდებარება) სხვადასხვაგვარია, მაგ., ანტიოქიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ქართული, რუსული და სხვა ცალკეულ ერებში ლიტურგიკამ და მასთან დაკავშირებულმა მუსიკამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების საქართვლოში გავრცელებული იყო კანონიკური გალობა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებიდან შემოიღეს ახალი სახის — ჭრელებზე აგებული საგალობო სისტემა. ქართული კანონიკური საგალობლები ძირითადად ბერძნულ სისტემას ემყარებოდა, ხოლო ჭრელების სისტემის საფუძველს კი მრავალხმიანობა და ქართული ხალხური მუსიკა შეადგენდა. მართლმადიდებლურ ეკლესიებში ლიტურგიკის დროს გალობა საკრავის გარეშე სრულდებოდა.

    კათოლიკური სასულიერო მუსიკის საფუძველი გრიგორიანული ქორალია (ლათინურ ენაზე), რომელიც სრულდებოდა შემდეგი მუსიკალური ფორმებით: ორგანუმი, მოტეტი, მადრიგალი, ფსალმუნები, ჰიმნები, მესა, რეკვიემი, მაგნიფიკატი, ტედეუმი და სხვა. გალობენ პროფესიონალი მომღრლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella), ან გუნდი საკრავების ანსამბლთან თუ ორგანთან ერთად.


    ისტორიულად, მულიკალური კულტურის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სასულიერო მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა პროფესიულ და ხალხურ შემოქმედებაზე. თავის მხრივ ხალხური სიმღერებმაც დიდი როლი შეასრულა სასულიერო მუსიკის ფორმირებაში, ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ქართულ სასულირო მუსიკაში.

    ReplyDelete